ევროკავშირის გაფართობის ფორუმი, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, საქართველოს გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ევროკავშირის გაფართობის ფორუმი, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, საქართველოს გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2025-11-12 09:29:23+04:00

ევროკავშირის გაფართობის ფორუმი, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, საქართველოს გარეშე ჩაივლის. ინფორმაცია თავად ევროკომისიიის ერთ-ერთმა პრესსპიკერმა დაადასტურა. მიღებული გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს თავად ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა უცვლელია. მათი თქმით ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ხელმძღვანელობს. განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ რომ ევროკვშირის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ოცნების რეპრესიულ მმართველობაზე და იმაზე რომ მმართველ პარტიას ახლა ქვეყნის სრულ იზოლაციაში დატოვება სურს.