აშშ-მა 180 დღით შეაჩერა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები. 2020 წელს აშშ-მა მიიღო „კეისრის აქტი“, რომლის მიხედვითაც, სანქციები შეეხებოდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სირიის მთავრობასთან და ყველას, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა. ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ყველანაირად ეცდებიან, სირია წარმატებულ ქვეყნად აქციონ, რადგან ის ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. მან ასევე სირიის პრეზიდენტს ძლიერი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია, სირია წარმატებულ ქვეყნად აქციოს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობებზე მუშაობს.თეთრ სახლში აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.