აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. დონალდ ტრამპის განმარტებით, შეერთებულ შტატებს არ ჰყავდა კარგი პრეზიდენტი, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კატასტროფები მოჰყვა.უკრაინული მედია იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რაზე საუბრობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის პროგრამას გულისხმობდა. ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში ინიცირებული PURL პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.