მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2025-11-11 15:42:17+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა, და ისრაელის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. უწყების ინფორმაციით, , აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება გასული სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.