ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა - რა ინფორმაცია მიიღო დელეგაციამ ქართული მხარის მხრიდან? - Palitra News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა - რა ინფორმაცია მიიღო დელეგაციამ ქართული მხარის მხრიდან?

2025-11-11 15:10:52+04:00

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, PACE-ს დელეგაციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კითხვები დაისვა და გამოითქვა სურვილი, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს დაუბრუნდეს. საპასუხოდ კი მმართველმა გუნდმა განმარტა, რომ სესიებს არ დაუბრუნდება ვიდრე საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეცვლიან. PACE-ს კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წევრებსაც შეხვდნენ. გახარიას გუნდის ინფორმაციით, ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციისა და მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის უარყოფით მხარეებზე.