დაგროვებითი პენსიით 24 823-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა. საერთო ჯამში კი საპენსიო სქემაში ჩართულ ბენეფიციარებზე უკვე გაიცა პენსიის სახით 112 მილიონი ლარი. ოქტომბრის სტატისტიკით, საპენსიო სქემაში უკვე ჩართულია 1 მილიონ 686 ათასი ადამიანი. საპენსიო ფონდის მონაცემებით, ფონდის აქტივების ღირებულებამ 7 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.