საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 1 მილიარდ 519 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან სავალუტო რეზერვების წილად 4 მილიარდ 210 მილიონი დოლარი მოდის, რაც 1 მილიარდ 216 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან ოქტომბერში სავალუტო რეზერვები 2 მილიარდ 994 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2 მილიარდ 974 მილიონი დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1 მილიარდ 235 მილიონ დოლარს ინახავს. რაც შეეხება ოქროს რეზერვებს, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ამ პორტფელის მოცულობა 920 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სებ-ის ოქროს აქტივების ასეთი ზრდის მიზეზი მსოფლიო ბირჟებზე ძვირფასი ლითონის გაძვირება გახდა.
ცნობისათვის, სებ-მა 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო 500 მლნ დოლარად იყიდა.