ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ მოხდა. სახანძრო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგომ ექვს ავტომობილს გაუჩნდა. ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს.