სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2025-11-11 12:48:30+04:00

სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.