საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

2025-11-11 12:46:16+04:00

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ, 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად ამოიღეს. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.