როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას

2025-11-11 12:37:40+04:00

პოლიტიკური ვაჭრობისთვის ხელსაყრელი მექანიზმი თუ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა - ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკური სუბიექტები. ხელისუფლების ოპონენტები ბრალდებულ პირთა წრის ზრდას არ გამორიცხავენ და იქვე დასძენენ, რომ საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებული გამოძიების უკან „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიული ინტერესები დგას. მათივე აზრით, ხელისუფლების ოპონენტთა ციხეში ჩასმით, მმართველი გუნდი დასავლეთთან პოლიტიკურ ვაჭრობას შეეცდება. ქართული ოცნება ოპონენეტებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს. როგორც ამბობენ, საკითხზე პოლიტიკური შეფასება არაერთხელ დააფიქსირეს, სამართლებრივ შეფასებას კი სასამართლო გააკეთებს.