საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-11 09:26:15+04:00

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ოპოზიციაში განხილვის თემაა. შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა ყურადღება სანქციების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. პასეს დელეგაცია გუშინ მესამე სექტორსა და ოპოზიციას შეხვდა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდება. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნა დადონ მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.