უწყვეტი პროტესტის 348-ე დღეს მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მარშით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებდნენ. მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები. აქციის მონაწილეებს პოლიციამ დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვის უფლება არ მისცა. მიუხედავად გამკაცრებული კანონებისა, დემონსტრანტები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე აქცენტირებემ. მათი თქმით, აქციები იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.