გამოიკვეთება თუ არა საეჭვო ტენდერებში ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობა. ეს კითხვა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გენერალურმა პროკურატურამ გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი დააკავა. სისხლისსამართლებრივი საქმე 2023 წლის 21 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეს უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ დაკავებების სერია არა კორუფციის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლას, არამედ გავლენებისთვის შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ოპოზიციის მსგავსად, ექსპერტებიც აზრით, ქვეყანაში არსებული მასშტაბური კორუფციის ფონზე, ქართული ოცნება კორუფციასთან მებრძოლი ხელისუფლების იმიჯის შექმნას ცდილობს.