ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსში, ბიბლუსის ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. აღნიშნული ინიციატივა ბიბლუსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა და ბანას სამონასტრო კომპლექსის ხელმძღვანელის, მეუფე სვიმეონის ჩართულობით განხორციელდა. ბიბლუსმა, საწყის ეტაპზე, 500-მდე ახალი წიგნი განათავსა. ასევე დაგეგმილია სივრცის მედიათეკად გადაქცევა და უფასო ონლაინ რესურსების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე დაგეგმილია პერიოდული წარდგენების, დისკუსიების და ფესტივალის მოწყობა. ბიბლიოტეკაში მისულ მკითხველს ადგილზე სხზვადასხვა ჟანრის უამრავი წიგნი დახვდება. ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასო