გავრცელდება თუ არა პროკურატურის მიერ წამორმოებული ახალი სისხლის სამართლის საქმეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტზეც - Palitra News

გავრცელდება თუ არა პროკურატურის მიერ წამორმოებული ახალი სისხლის სამართლის საქმეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტზეც

2025-11-10 20:51:48+04:00

გავრცელდება თუ არა პროკურატურის მიერ წამორმოებული ახალი სისხლის სამართლის საქმეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტზეც - ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი ვინც, საბოტაჟის საქმეზე შესაძლოა ბრალდებული გახდეს, სალომე ზურაბიშვილია. სწორედ ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი ის აქტიური ფიგურა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლელ მოკავშირეებს ხვდებოდა და მათ საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობდა. რაც შეეხება ბრალდებულის სკამზე უკვე მსხდომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული ახალი საქმეები იმ პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია, რომელმაც, მათივე თქმით, შეუქცევადი სახე მიიღო.

ამავდროულად, პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ სააპელაციოში გაასაჩივრეს - რა ეტაპზეა აღნიშნული საქმეები და რა კომენტარს აკეთებენ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები