საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება - Palitra News

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება

2025-11-10 20:50:13+04:00

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. დასავლელი დიპლომატები „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერ საქართველოს“ წარმომადგენლებს უვკე შეხვდნენ - დელეგაციის წარმომადგენლებმა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ბრალის შესაძლო დამძიმების საკითხსა და ასევე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის სარჩელს. ამასთანავე, ხელისუფლების ოპონენტებმა ძირითადი ყურადღება დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესაძლო რეაგირებასა და სანქცირების მნიშვნელობაზე გაამხვილეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მედია ექსპერტებსაც შეხვდა.