გაფართოვდება თუ არა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული ოპოზიცონერ პოლიტიკოსთა წრე?  - მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გაფართოვდება თუ არა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული ოპოზიცონერ პოლიტიკოსთა წრე?  - მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-10 15:20:02+04:00

შესაძლოა თუ არა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას დაქვემდებარებული ოპოზიცონერ პოლიტიკოსთა წრე გაფართოვდეს? - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსაც წაუყენონ. ამ ეტაპზე ოპოზიცინერი პოლიტიკოსები, რომელთა წინააღმდეგაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამაკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თითოეულისთვის მილიონი ლარის გირაოს შეფარდების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ამბობენ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.