რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით და რა პირობებში განაგრძობს მუშაობას მედია და სამოქალაქო სექტორი ახალი შეზღუდვების შემდეგ? დღეს ამ კითხვებს არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე უპასუხეს. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პასეს დელეგაცია დღესვე ოპოზიციის წარმომადგენებს შეხვდება ს. ხვალ კი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების წევრებისგან მიიღებს.