რა არის საჭირო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადასატვირთად? - მაშინ როცა ევროპელი ლიდერები გამოსავალს "ქართული ოცნების" მხრიდან კურსის შეცვლაში და რეფორმების შესულებაში ხედავენ. თავად საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქართული მხარე საკუთარ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და ურთიერთობების აღდგენის გზა ახლა ბრიუსელის მხრიდან დემოკრატიის პატივისცემაზე გადის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღევანდელ განცხადებაში კვლავ ბრიუსელს აკრიტიკებს, ევროპელი ბიუროკრატებს საქართველოში ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს, არადა მსგავს რეკომენდაციას ევროკომისრები თავად "ქართული ოცნების" მისამათით გასცემენ.