აშშ-ის სენატმა დაფინანსების კომპრომისული გეგმა მიიღო, რომელიც აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს - Palitra News

აშშ-ის სენატმა დაფინანსების კომპრომისული გეგმა მიიღო, რომელიც აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს

2025-11-10 09:22:37+04:00

აშშ-ის სენატმა დაფინანსების კომპრომისული გეგმა მიიღო, რომელიც აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას სენატის 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა“ წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია. აშშ-ში ე.წ. "შათდაუნი" 40 დღეა გრძელდება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ "შათდაუნად" იქცა. მანამდე, აშშ-ის მთავრობის დახურვამ ნატო-სა და უკრაინაში 5 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაფერხა.