"დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები" - ამ მოთხოვნებით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ - Palitra News

"დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები" - ამ მოთხოვნებით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ

2025-11-10 09:20:53+04:00

დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები - ამ მოთხოვნებით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გუშინაც შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მსვლელობაც მოაწყვეს. პროტესტის მონაწილეები მსვლელობისას გზის სავალი ნაწილის დაკავებას ითხოვდნენ, პოლიციამ კი გააფრთხილა, რომ არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. აღნიშნულმა ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. გზასთან პოლიციას კორდონი ჰქონდა მოწყობილი და აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.