მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი 9 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. კანონდარღვევა სახელმწიფო ტყეში მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგების საშუალებით გამოვლინდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.