პროტესტის 345-ე დღეს, გუშინდელ აქციაზე პოლიციელების კორდონმა არ მისცა მოქალაქეეებს გზის გადაკეტვის საშუალება, რის გამოც დემონსტრანტებმა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დააორგანიზეს. აქტივისტები ასევე საუბრობენ პროტესტის გაძლიერებაზე და თვლიან, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაფართოვდეს და დამატებით წინააღმდეგობა დამატებით სხვა ადგილებზეც უნდა შექმნას. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რუსთაველზე დგომა საკმარისი არაა. აქტივისტები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და გამოვიდნენ მათ გვერდით ვინაიდან ახლა მნიშვნელოვანია პროტესტმა ფართო სახე მიიღოს. მომიტინგეთა მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.