„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის მიზნით სარჩელი შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოდ 9-თვიანი ვადა აქვს, მანამდე კი ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებს საბოლოოდ გაანადგურებს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ამ სარჩელით „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს.