ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მხოლოდ ორი პოლიტიკოსის შემთხვევაში წინასწარ პატიმრობა არ მოითხოვა - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თითო მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურის დამყარებას ცდილობს.