ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - სულ მცირე, 5 . შტორმი ღამით ვიეტნამს დაატყდა თავს, რის შედეგადაც ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები მნიშვნელოვნად დაზარალა. ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, შენობებს სახურავები გადახადა და ფანჯრები ჩაამსხვრია. ათასობით ადამიანმა თავი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებს შეაფარა. ზარალის აღმოსაფხვრელად ქვეყნის ხელისუფლებამ არმია ჩართო. კვირის დასაწყისში იმავე შტორმმა ზიანი ფილიპინეში გამოიწვია. ამ დროისთვის დადასტურებულია სულ მცირე, 188 ადამიანის დაღუპვა, 135 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. შტორმი ამ დროისთვის დასავლეთისკენ, კამბოჯისა და ლაოსისკენ მიემართება.