ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება.ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იცის, თუმცა გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Politico-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში შესვლის მიზნით მხოლოდ ერთჯერადი ვიზების მიღებას შეძლებენ.