ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს - Palitra News

ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს

2025-11-07 15:47:24+04:00

ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს. ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს შეუერთდა ქვეყნის ასამდე მოქალაქე, მათ შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. სამხედრო ფიცის მიღებამდე, მათ საბრძოლო და საცეცხლე მომზადება გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის ბატალიონებში განაწილდებიან.