ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნა "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ. ამბობენ, რომ აღნიშნული პირების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა. ოპოზიცია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიღმა სხვა მიზანს ხედავს - ქვეყანაში დიქტატურის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტებისა და პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას. მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მათ შორის საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან. აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას პროკურატურა მხოლოდ "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერებისთვის - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ითხოვს.