ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც საუბარია მათ შორის საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. ევროკომისრები მიიჩნევენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს გაფართოების პროცესს დააშორა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. დღეს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერების მტკიცებით, საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მოლდოვასთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს. სრულიად განსხვავებულ სურათზე საუბრობენ ოპოზიციაში. მათი თქმით, დემოკრატიული უკუსვლა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ნათელია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.