ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს -  შესაძლოა თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს - Palitra News

ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს -  შესაძლოა თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს

2025-11-07 12:12:06+04:00

ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს - შესაძლოა თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს?! ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, ევროკავშირის გაფართოების კრიტიკული ანგარიში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი გახდეს. ოპონენტები დასძენენ, რომ აქტიურად იმუშავეს, რათა შეზღუდვები არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეეხოთ. ქართული ოცნება ევროპელი ლიდერების ნაწილს, საკითხით შანტაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკომისრების შეფასებები - რეალურ ფაქტებს აცდენილია.