მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-07 12:09:06+04:00

საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - სისხლის სამართლებრივი დევნა ჯამში რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართაა დაწყებული. მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. "ლელოს" ლიდერების შემთხვევაში, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ჩამონათვალიდან, მხოლოდ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შემთხვევაში, პროკურატურა გირაოს გამოყენებას იშუამდგომლებს. წაყენებულ ბრალდებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ ეთანხმებიან.