განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

2025-11-07 09:23:31+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ამოცანები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ვადებს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარების წარდგენის ვადებს, უცხოელ სტუდენტთა მიღებისა და ბინადრობის ნებართვების რეგულაციებს. საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.