აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ტექნიკა სამინისტროს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადასცა. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, კლინიკის დირექტორს პირადად შეხვდა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.