გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქციას მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 60 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი. მათ შორის - „წითელი ნუსხით“ დაცული კალმახის სახეობაც. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. მიმდინარეობს გამოძიება.