ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს - შესაძლოა თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის გაფართიების კრიტიკული ანგარიში შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი გახდეს. ოპონენტები აქვე დასძენენ, რომ აქტიურად იმუშავეს, რათა ამ მხრივ შეზღუდვები არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეეხოთ. ქართული ოცნება ევროპელი ლიდერების ნაწილს საკითხით შანსაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ევროკომისრების შეფასებები, რომლებიც საქართველოს ეხება, რეალურ ფაქტებს აცდენილია.