საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - Palitra News

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

2025-11-07 09:19:15+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებას, ხოლო, მის კოლეგებს, პროცესების რადიკალიზაციას ედავებიან. უფლებადამცველების თქმით, მმართველი გუნდისისხლის სამართლებრივი დევნის საბაბით, ოპოზიციური ველის გაქრობას ცდილობს. წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.