უწყვეტი პროტესტის 344-ე დღეს პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვიის საშუალება არ მისცა, რა დროსაც ადგილზე ერთი პირი დააკავეს. მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლეს, საბოლოოდ, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. პროტესტში ჩართული პირების განცხადებით, აუცილებელია პროსტესტი რუსთაველის გამზირზე გაგრძელდეს. მათივე თქმით, თუ პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს, მაშინ ისინი აუცილებლად მოძებნიან ალტერნატიულ გზას, რითაც თავიანთი პროტესტის დაფიქსირებას შეძლებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.