ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული. წერილში კანონმდებლები მდივან რუბიოს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების მსხვერპლნი.
ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს - რა წერია წერილში