7 ნოემბერს ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება - Palitra News

7 ნოემბერს ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება

2025-11-06 12:27:49+04:00

7 ნოემბერს ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ აშშ-უნგრეთის ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ დადგა. პიტერ სიიატოს განმარტებით, მხარეებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემები - მშვიდობა უკრაინაში, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი იქნება.