შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ ევროპის მულტიდისციპლინარული პლატფორმის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მონაწილე ქვეყნების გამოცდილება კრიმინალურ ტენდენციებთან, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე, არსებული გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზები.