„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ შიდა ქართლში კასპის, გორისა და ხაშურის მოქმედი ნაგავსაყრელები დაათვალიერა. მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, კომპანიის მართვის ობიექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს ნარჩენების განთავსების თანამდროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას. კომპანია, ეტაპობრივად არსებული ობიექტებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.