დედაქალაქის მერმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გურამ ოქროპირიძის კანდიდატურა წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობას კახა აბულაძე იკავებდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
დედაქალაქის მერმა, გურამ ოქროპირიძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით ბევრი პროექტია დაგეგმილი.