ევროკომისია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ძირის გამოთხრაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი პირიქით, ევრობიუროკრატიას. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა, "ქართული ოცნება" კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და ამბობეს, რომ დემოკრატიულ უკუსვლას არა საქართველო, არამედ ბრიუსელი განიცდის. მათივე შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გაკეთებული დასკვნები სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს და განსაკუტრებულ უმადურობას აჩვენებს დოკუემნტის ის ჩანაწერი, რომელშიც საუბარია, რომ საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. „ეს არის ტყუილი და უმადურობა, რადგან საქართველომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას და ინიციატივას დაუჭირა მხარი - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ევროპელი ლიდერების კრიტიკული გზავნილები არ უკვირთ ოპოზიციაში. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელ რისკებზე, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.