"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე შეტანილი სარჩელით გამოხატულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლომდე დაიცავენ. მათი თქმით, ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობისლების დამხობას პოლიტიკურ სივრცეს უნდა ჩამოშორდნენ. სარჩელის ერთ-ერთი სამიზნე "ლელოსთან" და "კოალიცია ცვლილებებთან" ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". პარტიაში აცხადებენ,რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ასაკრძალი პარტიების სიაში შესული პოლიტიკური გუნდები ამბობენ,რომ წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ.