ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა. გეგმა ითვალისწინებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.