პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით ისევ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა პარლამენტის წინ გამართული აქცია, რომლის ფარგლებშიც მომიტინგეების ნაწილმა გზის სავალი ნაწილი დაიკავა. გასული აქციების მსგავსად ამ ჯერზეც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჯერ გზის გათავისუფლების მოწოდებით მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ ამოქმედებული რეპრესიული კანონმდებლობისა, ქუჩის აქციები უფრო მეტად ინტენსიური გახდება.