ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში ისევ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ დოკუმენტის იმ ფრაგმენტებზე რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას ეხება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას ევროკავშირს საბოლოოდ დააშორებს და ოკუპანტი რუსეთის პირისპირ სრულიად მარტო დატოვებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროპელი ლიდერების ნაწილი კვლავ უსაფუძვლო კრიტიკით გამოირჩევა.