რა ფორმითა და სტრატეგიით აპირებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას? - ნათელია, რომ გიორგი გახარიას პარტიამ მათ შორის საპარლამენტო მუშაობის ფორმატი აირჩია. თუმცა რა გეგმა აქვთ პარლამენტის კედლებს მიღრმა დარჩენილ სხვა ოპოზიციურ პარტიებს? ისინი ახლა ბრძოლის ტაქტიკის განსაზღვრას ცდილობენ. ოპოზიციური პარტიები დიდი ერთობის შექმნის იდეას ამ ეტაპზე სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათი განცხადებით, წარსულში დაშვებული შეცდომების გამო საერთო ენის გამონახვა გართულდა. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან რომ ქუჩის პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის მთავარი ბერკეტები "ქართული ოცნების" წინაარმდეგ საბრძოლველად.